Belive

ბეილის აგენტი: "უელსელი რეალში ბედნიერია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გარეთ ბეილის აგენტის განცხადებით, უელსელი ფეხბურთელი მადრიდში თავსს ბედნიერად გრძნობს და ის წასვლას არსად არ აპირებს. 30 წლის ვინგერი "რეალში" ძალიან ცოტას თამაშობს და მუდმივად სათადარიგო სკამზეა. მიუხედავად გუნდში გატანილი 100 გოლისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულების მოგებაში შეტანილი დიდი წვლილისა, ბეილი მაინც ხშირად  "ბლანკოსის" ფანების დაცინვის ობიექტია.
"გარეთი კარგადაა. მას კონტრაქტის კიდევ 2 წელი დარჩა და მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობს, წასვლას კი არსად აპირებს. ყველაფრის მიუხედავად, ის ისეთივე კარგი მოთამაშეა, როგორც გუნდის სხვა ნებისმიერი წევრი. რა თქმა უნდა, მისდამი ინტერესი დიდია, თუმცა ბეილი ყველა გუნდისთვის ხელმისაწვდომი არაა. რაც შეეხება ზიდანს, მას გარეთის მწვრთნელობა აღარ სურს, თუმცა უელსელი არსად წავა," - განაცხადა ინგლისელმა  აგენტმა ჯონათან ბარნეტმა.
 

სხვა სტატიები