Belive

ბეილის აგენტი: "ზიდანი სამარცხვინო ადამიანია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალში" მცირე განხეთქილებაა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გარეთ ბეილი კლუბის დატოვებასთან ახლოს არის. მიზეზი კი მასსა და მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს შორის დაძაბული სიტუაციაა. გარეთ ბეილის აგენტმა განაცხადა, რომ ზიდანი სამარცხვინო პიროვნებაა.
"ზიდანი სამარცხვინო პიროვნებაა. ის არ სცემს პატივს იმ ფეხბურთელს, რომელსაც რეალისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. ბეილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის იმსახურებს დიდ გუნდში თამაშს" - განაცხადა ბეილის აგენტმა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა ბეილს კლუბის დატოვება ურჩია და განაცხადა, რომ ეს ყველასთვის კარგი და სასარგებლო იქნებოდა.

სხვა სტატიები