Belive

რეალი 2:0 ხეტაფე - ბეილი ლიდერობისთვის იბრძვის

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინდელი გამარჯვება უელსელი გარემარბის გარეთ ბეილისთვის სასიხარულო გამოდგა. ესპანურმა გრანდმა თანაქალაქელი ხეტაფე 2-0 დაამარცხა და ლა ლიგის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. პირველი გოლი მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა მიითვალა, ხოლო მეორე გოლი 51-ე წუთზე ბეილმა ასენსიოს პასის შედეგად გაიტანა. "ჩვენი მიზანია - ყოველ წელს ყველა ტურნირი წარმატებით დავასრულოთ. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ - აღნიშნა ბეილმა. მატჩის დასასრულს, მარკო ასენსიომაც გააკეთა ჟურნალისტებთან კომენტარი: „რაც შეიძლება მალე უნდა გადმოვერთოთ სუპერთასიდან. ეს არის ცალკე გამოცდილება,რაც მნიშვნელოვანი და კარგია. აღფრთოვანებული ვართ გასული სეზონით და მიღებული შედეგით. დიდებული თამაშები ჩავატარეთ და ახლა აუცილებელია ჩვენი კონცენტრაცია შემდეგ თამაშზე მივმართოთ. ჩვენ გვყავს დიდებული გუნდი,რომელიც ბევრს შრომობს შედეგის მისაღებად და ტიტულების მოსაპოვებლად. ეს ბევრჯერ ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ.“ შემდეგ თამაშს სამეფო კლუბი "ჟირონასთან" სტუმრად კვირას, 26 აგვისტოს გამართავს.

სხვა სტატიები