Belive

ბეილმა კარდიფში ახალი რესტორანი და გოლფ კლუბი გახსნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილია, რომ მადრიდის "რეალის" ვარსკვლავს გარეთ ბეილს დიდი სიმპატიები აქვს გოლფის მიმართ. ამის გამო უელსელი მადრიდში არაერთხელ გააკრიტიკეს. ყველას კარგად ახსოვს მისი ბანერი წარწერით - "უელსი, გოლფი, მადრიდი", რის შედეგადაც გარეთი მადრიდელთა გულშემატკივრებმა შეიძულეს.
1
"რეალის" "თერთმეტიანს" არ ანაღვლებს გულშემატკივრების კრიტიკა და სულ ახლახანს, კარდიფში ახალი რესტორანი და გოლფ კლუბი გახსნა. ამასთან დაკავშირებით უელსემა კომენტარი გააკეთა. "გოლფის თამაში ძალიან მიყვარს. მე არ ვაპირებ და ფიზიკურად შეუძლებელია მთელი ცხოვრება ფეხბურთი ვითამაშო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ თუ რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდგომ. ძალიან მინდა, რომ უელსში გოლფი განვავითარო. სწორედ ამიტომ გავხსენი გოლფ კლუბი. აქვე ახლოს არის ჩემივე გახსნილი რესტორანი, სადაც ხალხს შეეძლება დალიოს და გაერთოს, ხოლო შემდეგ კი გოლფი ითამაშოს" - განაცხადა ბეილმა.

სხვა სტატიები