Belive

ბეილს თანაგუნდელებთან კონფლიქტი აქვს (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გარეთ ბეილი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელების საქციელით შეწუხებულია და თანაგუნდელებთან კონფლიქტი აქვს. ესპანური Cadena SER-ის ინფორმაციით, უელსელი უკმაყოფილოა იმით, რომ მარსელომ და კურტუამ თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს. საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა ბეილის ესპანური ენის არ ცოდნაზე ისაუბრა. მარსელოს თქმით, ისინი ერთმანეთს ხელებით ელაპარაკებიან. რაც შეეხება კურტუას, ბელგიელი მეკარე ხუმრობს, რომ გარეთი თანაგუნდელებთან მხოლოდ სადილზე მიდის, რადგან ის 11 საათზე უკვე ლოგინშია. ტიბომ ამას ისიც დაამატა, რომ ბეილი "გოლფის ბიჭია". ის, რომ უელსელი მოთამაშე თანაგუნდელებზე გაბრაზებულია, დასტურდება "რეალის" გუშინდელი თამაშითაც, "ლევანტესთან". ბეილმა გამარჯვების გოლი თანაგუნდელებთან ერთად არ აღნიშნა და მათ ხელით იგერიებდა

 

სხვა სტატიები