Belive

ბელარუსი დამარცხებულია - ევროპის ჩემპიონატამდე 1 ნაბიჯი რჩება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შინ ბელარუსი 1:0 დაამარცხა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეტოქე თორნიკე ოქრიაშვილის გოლით დაამარცხა. "ანორთოსისის" ქართველმა ლეგიონერმა თერთმეტმეტრიანი მე-7 წუთზე გაიტანა. ბელარუსის ნაკრებმა მატჩი ისე დაასრულა, რომ მარხელის გუნდს კარში ერთხელაც არ დაურტყამს. საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია, სადაც მისი მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილში გამარჯვებული იქნება.  

სხვა სტატიები