ბელარუსის კაპიტანი კრასნოდარის ძირითად შემადგენლობაშია

რუსეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში “სოჭი” საკუთარ მოედანზე “კრასნოდარს” უპირისპირდება.

სტუმართა ძირითად შემადგენლობაში თამაშობს ბელარუსისა და “კრასნოდარის” კაპიტანი, ალექსანდრ მარტინოვიჩი.

თებერვლის ბოლოს ბელარუსულ მედიაში დაიწერა, რომ 32 წლის ცენტრალურმა მცველმა ტრავმა მიიღო და თბილისში თამაშს ვერ მოახერხებდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მარტინოვიჩს მხოლოდ 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო 26 მარტს, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის დაპირისპირება, დიდი ალბათობით, არ გაიმართება. UEFA-ს საბოლოო გადაწყვეტილება 17 მარტს გახდება ცნობილი.

(994)

ბელარუსის კაპიტანი კრასნოდარის ძირითად შემადგენლობაშია

სტატიის ავტორი
-