Belive

ბელარუსის მწვრთნელი: "დაბალანსებული გუნდი ამომავალი ვარსკვლავებით - საქართველო ალბანეთის დონის გუნდია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ მარხელმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. "ჩემს კარიერაში ასეთი მნიშვნელოვანი თამაში არ მქონია. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული მღელვარება. მაგრამ ვფიქრობ, მზადების პროცესში ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ჩემი გუნდი, განსაკუთრებით კი გამოცდილი ფეხბურთელები საქართველოში არსებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლებენ. ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თბილისში თვითრწმენით თამაშში დაეხმარებიან.  საქართველოს ნაკრები ევროპული დონის კარგი გუნდია. მათ ალბანეთის ნაკრებს შევადარებ, რომელსაც ჩვენ სექტემბერში ვეთამაშეთ. მათ ჰყავთ დაბალანსებული შემადგენლობა, რომელშიც ბევრი ამომავალი ვარსკვლავი თამაშობს. ყველა მათგანს კლუბში აქტიური სათამაშო პრაქტიკა აქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული მატჩი გვექნება. ბელარუსის ნაკრებს ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა არასდროს ჰქონია. ასეთი მატჩები არც ისე ხშირად ტარდება", - თქვა მარხელმა. საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების დაპირისპირება 8 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები