ბელარუსის ნაკრების შეკრება ჩაშლის პირასაა

ბელარუსის ეროვნულ გუნდში დიდი არეულობაა. ადგილობრივ გუნდები (ბრესტი, ბატე, სოლიგორსკის შახტიორი) თავიანთ საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელებს შეკრებაზე არ უშვებენ.

ბელარუსელთა მთავარმა მწვრთნელმა, მიხაილ მერხალმა ნაკრებში განვითარებულ მოვლენებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“ყველაფერი კარგად იყო, შეთანხმება უკვე გვქონდა გუნდებთან, რომ თებერვლის შეკრებაზე ფეხბურთელებს გაათავისუფლებდნენ. სამწუხაროდ, სიტყვა შეცვალეს, ჩვენ კი ნორმალურად ვეღარ ვემზადებით – შეკრება ჩაშლის პირასაა,” – თქვა მარხალმა.

გეტყვით, რომ ბელარუსის საფეხბურთო ნაკრები 23 თებერვალს უზბეკეთთან, 26-ში კი ბულგარეთთან აპირებს სპარინგ მატჩების გამართვას.

(103)

ბელარუსის ნაკრების შეკრება ჩაშლის პირასაა

სტატიის ავტორი
-