ბელარუსში მწვრთნელებს ვირუსი დაუდგინდათ, გუნდმა მაინც ითამაშა

ბელარუსში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მწვრთნელები და ფეხბურთელები ინფიცირდებიან კორონავირუსით, ჩემპიონატი მაინც არ ჩერდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ტორპედოს” ორ მწვრთნელზე კორონავირუსის ტესტმა პოზიტიური შედეგი დააფიქსირა.

ამ შემთხვევას არ შეუშლია ხელი იმისთვის, რომ კლუბს ბელარუსის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გაემართა. “ტორპედო” სტუმრად “ნემანთან” 1:3 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელებს ფეხბურთელებთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდათ, ისინი კარანტინში მაინც არ გადაჰყავთ.

(29)

ბელარუსში მწვრთნელებს ვირუსი დაუდგინდათ, გუნდმა მაინც ითამაშა

სტატიის ავტორი
-