ბელარუსთან ანანიძის გარეშე – ჯანო ისევ ტრავმირებულია 

საქართველოს ნაკრებს ბელარუსის ეროვნულ გუნდთან გასამართ ისტორიულ დაპირისპირებაში შესაძლოა ჯანო ანანიძე ვერ დაეხმაროს.

ქართველი ნახევარმცველი კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში “აეკ ლარნაკასთან” დაშავდა, ახლა კი კვიპროსულმა მედია-საშუალებამ ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე გამოააშკარავა.

27 წლის ფეხბურთელს მუხლის ძვლის მოტყეხილობა დაუდგინდა და სულ მცირე 2 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანო  ბელარუსთან შეხვედრას გამოტოვებს.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი 26 მარტს, “დინამო არენაზე” უნდა გაიმართოს, თუმცა ბოლო ინფორმაციებით შესაძლოა შეხვედრა გადაიდოს.

 

(116)

ბელარუსთან ანანიძის გარეშე – ჯანო ისევ ტრავმირებულია 

სტატიის ავტორი
-