Belive

ბელარუსულ ფეხბურთში კონფლიქტი გამწვავდა: საქმეში მინისტრი ჩაერთო 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელარუსულ ფეხბურთში წარმოშობილი კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ საქმეში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერივნენ. საქმე იმაშია, რომ ერთა ლიგის ისტორიული ნახევარფინალისთვის ჩვენი მეტოქე ამხანაგური შეხვედრებით ემზადება, თუმცა კლუბები ეროვნულ გუნდში მიწვეულ ფეხბურთელებს არ უშვებენ. ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს შორის წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, საქმის მოგვარება ქვეყნის სპორტის მინისტრმა სერგეი კოვალჩუკმა გადაწყვიტა. სამინისტროში შემდგარ შეხვედრაზე მაღალჩინოსანმა ბელარუსული სპორტის მიმართ მთავრობის მხარდაჭერაზე და უახლოესი ამხანაგური შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კოვჩალუკმა "შახტიორის", "ბატესა" და ბრესტის "დინამოს" გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდა. საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული, შეკრება კი 19-27 თებერვლის ფარგლებში გაიმართება. ბელარუსის ნაკრები 23 და 26 თებერვალს ბულგარეთისა და უზბეკეთის ნაკრებებთან ითამაშებს.

სხვა სტატიები