Belive

ბელენენსეში ბენფიკას წინააღმდეგ 9 ფეხბურთელით თამაშობს, მათგან ორი მეკარეა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-12 ტურში ,,ბელენენსეში'' ლისაბონის ,,ბენფიკას'' მასპინძლობს. მატჩში უცნაური ფაქტი დაფიქსირდა - მასპინძელი გუნდი მოედანზე 9 ფეხბურთელითაა გასული, რომელთაგან ორი მეკარეა. ამის მიზეზი კორონავირუსია - პორტუგალიური პრესის ცნობით, ,,ბელენენსეშის'' 17 ფეხბურთელსა და სტაფის წევრს Covid 19-ი დაუდასტურდათ. შესაბამისად, კლუბს დღევანდელ შეხვედრაში არც სათადარიგო მოთამაშეები ჰყავს. 25-ე წუთისთვის ,,ბენფიკა'' მეტოქეს 2:0-ს ამარცხებს. მატჩში ანგარიში პირველივე წუთზე გაიხსნა.


სხვა სტატიები