Belive

ბელერინი ბუნების დასაცავად: თითო გამარჯვება - 3 000 ხე 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალის" მარჯვენა მცველმა ჰექტორ ბელერინი გარემოსდაცვით კამპანიას შეუერთდა, რომლის მიზანიც ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაა.
"ამ სეზონში, "არსენალის" ყველა მატჩის შემდეგ, რომელშიც გუნდი გამარჯვებას მიაღწევს, მე 3 000 ხეს დავრგავ, რათა დედამიწა ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მწვავე შედეგებისგან დავიცვათ", - წერს ესპანელი ფეხბურთელი Instargam-ში.
პრემიერლიგის განახლების შემდეგ პირველ მატჩში "მეთოფეები" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდნენ და ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან - 0:3 დამარცხდნენ. ამავე შეხვედრაში, 2017 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ლონდონელებმა მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც კი ვერ დაარტყეს. "არსენალი", რომელმაც 29 ტურში 40 ქულა დააგროვა, ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები