Belive

ბელერინი | უკრაინის ფონზე სხვა კონფლიქტების იგნორირება არასამართლიანია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის მიერ წამოწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო კამპანია და უკრაინაში ბარბაროსული შეჭრა საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. მსოფლიოს მასშტაბით სახელოვანი სპორტსმენები გმობენ რუსეთის აგრესიას და კონფლიქტის შეწყვეტას ითხოვენ. იმ ფონზე, როდესაც სრულიად საფეხბურთო და სპორტული სამყარო ერთიანდება და რუსულ აგრესიას გმობს, ჰექტორ ბელერინი კიდევ უფრო შორს წავიდა და სხვა კონფლიქტებსაც შეეხო.
"საკმაოდ რთულია იმის ყურება, რომ ომით, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს უფრო ვინტერესდებით - ვიდრე სხვა კონფლიქტებით. არ ვიცი რატომ ხდება ასე. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან უფრო ახლოს ხდება და შეიძლება უფრო შეგვეხოს, როგორც ეკონომიკურად, ასევე დევნილების მხრივ". "პალესტინის ომის შესახებ არავის არაფერი უთქვამს - ყველამ დუმილი არჩია. იემენი, ერაყი... ახლა რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ჩამოერთვა, მაგრამ სხვა ქვეყნები წლების განმავლობაში აწყდებიან მსგავს სირთულეს. არასამართლიანია, როდესაც სხვა კონფლიქტების მიმართ თვალებს ვხუჭავთ და ახლა ამ პოზიციაზე ვართ. არასამართლიანია, როდესაც სხვა კონფლიქტებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ჩვენ მხოლოდ იმ კონლიფქტზე ვდარდობთ, რომელიც ჩვენს სიახლოვესაა", - აღნიშნა ბელერინმა. 

სხვა სტატიები