ბელგიის ნაკრების მცველი რუსეთთან მიღებული ტრავმის გამო ევრო 2020-ს გამოტოვებს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ტიმოთის ორმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, მას ოპერაცია დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს რომ კასტანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს,'' - განაცხადა მარტინესმა.ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველ მატჩში ბელგიის ნაკრებმა რუსეთს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. მომდევნო შეხვედრას ბელგიელები დანიის წინააღმდეგ გამართავენ.