Belive

ბელგიური გამოცემა: "ჩაკვეტაძემ ჯოკერის როლი უნდა შეასრულოს" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიური გამოცემა standaard.be "გენტის" სათამაშო ფორმასა და "რომასთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც გუნდის ქართველ წევრებზეც წერს. "გენტს" ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო პერიოდში ფორმაში შევიდნენ. ქვილითაია, ალესიო კასტრო-მონტესი, ნანა ასარე და რა თქმა უნდა, გიორგი ჩაკვეტაძე რომელიც 432 დღის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა. პაუზა მუხლის ტრავმით იყო გამოწვეული. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ფეხბურთელი ყოველკვირეულად სასტარტო თერთმეტეულში ვერ ხვდება, ამის მიზეზი კი, გუნდში არსებული უდიდესი კონკურენციაა.  გამჭოლი გადაცემებით და საგოლე პასებით ჩაკვეტაძე გუნდს 4, 5, 6 ან 7 გოლის გატანის შანსსაც კი აძლევს. მან "რომასთან" შეხვედრაში "გენტისთვის" ჯოკერის როლი უნდა შეასრულოს. კლუბი მას ურო მეტად უნდა ენდოს და მინიმალური ძალისხმევით შესანიშნავ შედეგს მიიღებს. დაველოდოთ ხუთშაბათს", - ვკითხულობთ ბელგიური გამოცემის სტატიაში.

სხვა სტატიები