Belive

ბელგიური გამოცემა გენტის ფეხბურთელებს აფასებს: რა ქულა მიიღეს ქართველებმა?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელგიურმა გენტმა ევროპის ლიგაში გამოსვლა 1/16-ფინალში, "რომასთან" ორმატჩიან დუელში მარცხით (1:2) დაასრულა. საშინაო არენაზე გამართულ საპასუხო შეხვედრაში (1;1), ბელგიელთა ორივე ქართველმა შემტევმა თანაბრი სათამაშო დრო მიიღო - გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია მოედანზე 66-ე წუთზე შემოვიდნენ და მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბელგიურმა გამოცემა hln.be-მ მოედანზე მყოფ ყველა ფეხბურთელს შეფასება დაუწერა. უმაღლესი ქულა (7) გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ჯონათან დავიდმა დაიმსახურა, რომელმაც იტალიური კლუბის კარის დალაშქვრა მოახერხა. გიორგი ჩაკვეტაძე - 5  ახალგაზრდა ქართველ ტალანტს ბელგიაში 5 ქულა დაუწერეს, ისევე, როგორც მის ორ თანაგუნდელს და ერთით მეტი, ვიდრე ლორენ დეპუატრს. "ჩაკვეტაძის წარმატებული გარღვევა არ გვახსოვს, მან ვერცერთი დუელის მოგება მოახერხა", - წერს hln.be. გიორგი ქვილითაია - 6  "ტანმაღალი ქართველი პირველივე წუთებიდან აქტიურობდა, თუმცა გოლის გასატანად საკმარისად არ გარჯილა", - აფასებენ საქართველოს ნაკრების ფორვარდს ბელგიაში.

სხვა სტატიები