Belive

ბელგიური კლუბის 28 წლის ვარსკვლავი გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიური "სერკლ ბრიუგეს" 28 წლის მეკარე - მიგელ ვან დამი მძიმე დაავადებასთან ხანგრძლივ ბრძოლაში დამარცხდა. ფეხბურთელს მეუღლე და ქალიშვილი დარჩა. 2016/17 წლების სეზონის სტარტზე ჩატარებული გამოკვლევების დროს, მიგელ ვან დამს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადების ორჯერ დამარცხების შემდეგ, 2020 წელს, ვან დამმა გულშემატკივრებს შეატყობინა, რომ დაავადება კიდევ ერთხელ დაბრუნდა. მესამე შემთხვევაში მეკარეს ლეიკემიის უკურნებელი ფორმა სჭირდა. დაავადებასთან 5 წლიანი მძიმე ბრძოლის მიუხედავად, ფეხბურთელი გარდაიცვალა. ბელგიური Sporza-ს მტკიცებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ლეიკემიის უკურნებელი ფორმა სჭირდა, ვან დამმა ცოლის ორსულობის ამბის გაგებიდან 2 დღის შემდეგ მიიღო. ვან დამის გარდაცვალების შესახებ, ბელგიური კლუბის Twitter-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გავრცელდა. "სერკლ ბრიუგე" ღრმა მწუხარებით ადასტურებს ფეხბურთელის გარდაცვალებას და მისი ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.