Belive

ბელგიური მედია - მიქაუტაძეს რამდენიმე ქვეყნიდან აკვირდებიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძე ახალი სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა - 19 წლის ფეხბურთელმა ბელგიის მე-2 ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში უკვე 14 გოლის გატანა მოახერხა. ლიგა 1-ის კლუბ "მეციდან" "სერენში" განათხოვრებულმა თავდამსხმელმა უკვე არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო. ბელგიური მედიის თანახმად, მიქაუტაძეს ინგლისური და ფრანგული კლუბები აკვირდებიან. გარდა ამისა, გიორგით დაინტერესდნენ კვლავ ბელგიური, თუმცა ამჯერად უმაღლესი ლიგის გუნდები. შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ბოლოს საფრანგეთის 19 წლამდე ნაკრებში იყო გამოძახებული. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდა მოთამაშესთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

სხვა სტატიები