Belive

ბელინგემი - რეალის მთავარი სამიზნე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-ის ინფორმაციით, 2023 წელს, ჯუდ ბელინგემი გუნდის მთავარი სამიზნე იქნება და სავარაუდოდ, ინგლისელი ნახევარმცველი არჩევანს მადრიდულ გრანდზე შეაჩერებს.

კაზემირო - მოდრიჩი - კროოსის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. კაზემირომ გუნდი უკვე დატოვა, მოდრიჩი 37 წლისაა, კროოსი კი მალე 34-ის გახდება. თაობის ცვლის პროცესს "რეალი" წარმატებით ახორციელებს, რადგან ვალვერდემ, ჩუამენიმ და კამავინგამ გუნდთან ადაპტაცია უკვე გაიარეს.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ ტრიოს ბელინგემიც შეუერთდება, "რეალი" გაუვალ, რკინა-ბეტონის ნახევარდაცვას შექმნის, რომლის მსგავსიც დღევანდელ ფეხბურთში არ მოიძებნება.

dortmund-bellingham-borussia-jude

Goal.com იტყობინება, რომ ბელინგემის შეძენაზე პრეტენზიას "რეალი" და "ლივერპული" აცხადებენ. თუმცა ამ ბრძოლაში, ფავორიტად მადრიდული კლუბია მიჩნეული.

2020 წელს, ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ, "დორტმუნდმა" "ბირმინგემს" €25 მილიონი გადაუხადა. კონტრაქტში აღნიშნული იყო, რომ ბელინგემის სხვა გუნდში გაყიდვის შემთხვევაში, "ბირმინგემი" სატრანსფერო თანხის 5%-ს მიიღებს.

Transfermarkt-ის თანახმად, 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველის ღირებულება დღეს €110 მილიონს შეადგენს.

სხვა სტატიები