Belive

ბელინგემმა მბაპესა და ალექსანდრ-არნოლდის რეკორდები გააუმჯობესა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში "ბეშიქთაში" "დორტმუნდს" დაუპირისპირდა. "ვოდაფონ პარკზე" გამართული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა. თურქული კლუბის დამარცხებაში ჯუდ ბელინგემმა ლომის წვლილი დაიდო. მე-20 წუთზე ახალგაზრდა ინგლისელმა თავად გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს საგოლე გადაცემა შეასრულა. "ბეშიქთაშის" კარში გატანილი გოლის შემდეგ, ჯუდ ბელინგემმა კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში შეძლო გოლის გატანა. ჩემპიოთა ლიგის გასული სეზონის პლეი-ოფის შეხვედრაში, ბელინგემმა "მანჩესტერ სიტის" გაუტანა - აღნიშნულ მატჩში "დორტმუნდი" დამარცხდა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს გამოეთიშა. მიმდინარე სეზონის პირველ ტურში ბელინგემმა "ბეშიქთაშის" კარი აიღო. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა, ბელინგემმა 18 წლისა და 78 დღის ასაკში შეძლო. 2017 წლის მარტში, კილიან მბაპემ 18 წლისა და 85 დღის ასაკში შეძლო ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანა. მბაპეს რეკორდის დამხობის პარალელურად, ბელინგემმა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის (19 წელი და 10 დღე) რეკორდიც გააუმჯობესა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

სხვა სტატიები