ბენ არფა “რენში” გადადის

12
ნახვა

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგული კლუბ “რენის” პრეზიდენტმა ოლივერ ლეტანგმა ბენ არფა დაარწმუნა, რომ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Yahoo Sport FR. – ავრცელებს.

ლეტანგი ფრანგი ფეხბურთელის დარწმუნებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა,მაგრამ გუშინდელი დღე გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მოლაპარაკება ამჟამად მიმდინარეობს 2 წლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად.

აღსანიშნავია ისიც,რომ ბენ არფა საკმაოდ ნიჭიერ ფეხბურთელად  და საფრანგეთის ნაკრების მომავლად მიიჩნეოდა, თუმცა სპორტსმენმა პოტენციალის რეალიზება ვერ შეძლო.

(12)

ბენ არფა “რენში” გადადის

სტატიის ავტორი
-