Belive

ბენ ჩილველის შეძენა მანჩესტერ სიტისაც სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკანასკნელი დღეების განმავლობაში სპორტულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბენ ჩილველის შეძენით ლონდონის ჩელსი ინტერესდება. ეს სიახლე არაერთმა სპორტულმა გამოცემამ დაადასტურა. "ტელეგრაფზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" აქტიურად ჩაერთო ბენისთვის ბრძოლაში. ფინანსურად რომ "ქალაქელები" უფრო ძლიერები არიან ეს ახალი არ არის. ამ ყველაფერს ისიც ერთვის თან, რომ გუარდიოლას გუნდს დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს. ბენჟამინ მენდი ტრავმას ხშირად იღებს, ზინჩენკო ახალგაზრდა და გამოუცდელია, ხოლო რაც შეეხება ემერიკ ლაპორტის, იგი ნომინალურად ცენტრალური მცველი გახლავთ და მარცხენა მცველისთვის დამახასიათებელი უნარები არ გააჩნია. თავისმხრივ "არისტოკრატებსაც" არ აქვთ საქმე მარცხენა ფლანგზე კარგად. მარკოს ალონსო საკმაოდ ნელია და ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში აღარ არის. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბენ ჩილველი ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება.

სხვა სტატიები