Belive

ბენ ფოსტერის ღირსეული საქციელი - "ფინალში ჩემ მაგივრად გომეში ათამაშეთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"უოტფორდის" მეკარის, ბენ ფოსტერის განცხადებით, იგი მზად არის FA თასის ფინალში ძირითად შემადგენლობაში ადგილი ეურელიო გომეშს დაუთმოს. საქმე ისაა, რომ ბრაზილიელი მეკარე კარიერას მიმდინარე სეზონში ამთავრებს, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გასამართი ფინალური დაპირისპირება კი მისთვის ბოლო, გამოსამშვიდობებელი მატჩი იქნება. ეურელიო გომეშს კარიერის განმავლობაში "პსვ-ში" (174 მატჩი), "უოტფორდში" (156), "ტოტენჰემსა (135) და "ჰოფენჰაიმში" (9) აქვს ნათამაშები. "დიახ, ეურელიო უდავოდ იმსახურებს ამას. მას გუნდისთვის არასოდეს უღალატია და ამას არასოდეს გააკეთებს," აღნიშნა ბენ ფოსტერმა. აღნიშნულთან დაკავშირებით "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გარსიამ, კომენტარი გააკეთა: "ჩემთვის მთავარია ის, რომ ეურელიო გომეში კარგ ფორმაში იმყოფება და გუნდში თავს კარგად გრძნობს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში - ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ჩემზე გავლენას არ ახდენს," აღნიშნა მან. FA თასის ფინალი 18 მაისს, "მანჩესტერ სიტისა" და "უოტფორდს" შორის გაიმართება.

სხვა სტატიები