Belive

ბენატიამ მანჩესტერულ კარიერას ყატარში გადასვლა რელიგიური მიზეზის გამო ამჯობინა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი მცველი, მეჰდი ბენატია არაერთი ევროპული გრანდის სატრანსფერო რადარზე იყო - თუმცა უკანახაზელმა ყატარში გადასვლა და "ალ დუჰაილის" ღირსების დაცვა გადაწყვიტა. ევროპულ ტოპ-კლუბებს შორის, ბენატიას მიმართ განსაკუთრებულ დაინტერესებას "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენდა. 31 წლის მაროკოელმა მცველმა მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ მეჰდი ბენატიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა მის მშობლიურ ქვეყანაში და მაროკოს კაპიტანს შესაძლოა სანაკრებო კარიც კი დაუხურონ. მეჰდი ბენატიას მტკიცებით, ყატარში იგი რელიგიური მიზეზებიდან გამომდინარე გადავიდა. ბენატიას სურს რომ მისი შვილები მუსლიმურ ქვეყანაში გაიზარდონ. "უამრავმა ადამიანმა გამაკრიტიკა დოჰაში გადასვლის გამო. კარგი იქნება თუ ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებით და პატივს სცემთ, რადგანაც ეს ნაბიჯი ოჯახის კეთილდღეობის გამო გადავდგი." "მინდა, რომ ჩემი შვილები ისლამურ ატმოსფეროში აღიზარდონ. შემეძლო საუდის არაბეთის ან არაბეთის გაერთიანებული საემიროების რომელიმე კლუბსი გადავსულიყავი მაგრამ "ალ დუჰაილი" ვარჩიე." "მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (ჰერვ რენარდი) შესანიშნავად მიცნობს და თუ იგი თვლის, რომ მიღებული გადაწყვეტილების გამო ნაკრებში თამაშს არ ვიმსახურებ მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და დავემორჩილები", - განაცხადა მეჰდი ბენატიამ.

სხვა სტატიები