Belive

ბენიტესს 2007 წელს კალაძის ტრანსფერი სურდა თუმცა მფლობელებმა არ მოუსმინეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Liverpool Echo-მ სტატია იმ გამორჩეული ფეხბურთელების შესახებ გამოაქვეყნა, რომელთა შეძენა რაფაელ ბენიტესს "ლივერპულში" მუშაობის დროს უნდოდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. სიაში, დავიდ სილვას, დანი ალვეშის, ნემანია ვიდიჩისა და სხვა მოთამაშეების გვერდით მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" მცველი, კახა კალაძე. ბენიტესს ქართველი ფეხბურთელის შეძენა 2007 წელს უნდოდა, როდესაც კალაძეს "მილანის" მფლობლთან და მწვრთნელთან კონფლიქტი ჰქონდა. რაფაელმა "მერსესაიდელთა" მაშინდელ მფლობელებს ტრანსფერის თაობაზე მიმართა, თუმცა ხელმძღვანელებმა ესპანელს უპასუხეს, რომ ზაფხულში, ტრანსფერებში დახარჯული თანხის შემდეგ, არსებულ შემადგენლობაზე ეზრუნა.
ამას მოჰყვა ბენიტესის საკმაოდ უცნაური პრესკონფერენციები. ყოველ შეხვედრაზე "წითლების" მწვრთნელი იმეორებდა, რომ ის გუნდის ვარჯიშზე იყო ფოკუსირებული," - ვკითხულობ სტატიაში. "ფულის დახარჯვა არ უნდა მეთხოვა, არამედ, საქმე უფასო ფეხბურთელებით უნდა მეკეთებინა," - თქვა მაშინ ბენიტესმა. "თუმცაღა, კალაძე არასდროს გაუფორმებიათ," - სრულდება სტატია.
 

სხვა სტატიები