Belive

ბენიტესი: "ხამესისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ევეეტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ხამეს როდრიგესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ევროპული კარიერა დაასრულა და სათამაშოდ ყატარულ "ალ-რაიანში" გადავიდა.
"ხამეს როდრიგესს კომფორტული ცხოვრება და ფული უფრო ურჩევნია, ვიდრე ფეხბურთი. ის ბევრს არ შრომობს, თუმცა საკუთარ თავს მაინც სასტარტო 11-ეულში ელის. ეს ძალიან დიდი უპატივცემულობა იქნება იმ ფეხბურთელებისადმი, რომლებიც ბევრს ვარჯიშობენ და მაინც სათადარიგო სკამზე ხვდებიან" - თქვა ბენიტესმა.
30 წლის ხამეს როდრიგესს "ევერტონში" უდისციპლინობისა და ტრავმების გამო პრობლემები შეექმნა. ამის მიუხედავად, გასულ სეზონში კოლუმბიელმა ნახევარმცველმა 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები