Belive

ბენიტესმა ნიუკასლი დატოვა და ჩინური გუნდის მწვრთნელი გახდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ რაფაელ ბენიტესი მუშაობას ჩინეთში გააგრძელებს. 59 წლის სპეციალისტი, რომელიც ბოლოს "ნიუკასლს" წვრთნიდა, ამიერიდან, "დალიან იფიანგის" უხელმძღვანელებს. ბენიტესს "ნიუკასლთან" კონტრაქტი კვირას ამოეწურა, თუმცა ხელმძღვანელობასთან ახალ ხელშეკრულებაზე ვეღარ შეთანხმდა. რაფაელი ინგლისში წელიწადში ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს იღებდა, ჩინეთში კი 12 მილიონს გამოიმუშავებს. ესპანელ სპეციალისტს "დალიანში" ორი ვარსკვლავი - მარეკ ჰამშიკი და იანიკ კარასკო დახვდება. ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, კარიერას ზაფხულში კვლავ ევროპაში გააგრძელებს.

სხვა სტატიები