Belive

ბენფიკა, პორტუ და მაკარიძე - ქართველი მეკარე საუკეთესო სამეულში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სამ საუკეთესო მეკარეს შორის დასახელდა. ავტორიტეტულმა პორტუგალიურმა გამოცემა futebol365.pl-მა პრიმეირა ლიგის მწვრთნელები გამოკითხა, რომლებმაც ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული შეხვედრების მიხედვით რჩეული მოთამაშეები გამოავლინეს. 29 წლის ქართველი გოლკიპერი საუკეთესოთა შორის გამოკითხულთა 11.11%-მა დაასახელა. მას მხოლოდ ისეთი გუნდების კარის დარაჯებმა აჯობეს, როგორებიც "პორტუ" და "ბენფიკაა". ამ სეზონში "ვიტორია სეტუბალის" ქართველ ფეხბურთელს 13 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გაშვებული, ამაზე ნაკლები სწორედ "დრაკონებისა" და "არწივების" მეკარეებს აქვთ. მიმდინარე გათამაშებაში მაკარიძემ, რომელიც ლისაბონის "სპორტინგის" ინტერესებშია, 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები