Belive

ბენფიკას ავტობუსს თავს დაესხნენ - ორი ფეხბურთელი დაშავებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის განახლება "ბენფიკასთვის" წარუმატებელი გამოდგა, "ტონდელასთან" ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ, "ბენფიკას" ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, 2 ფეხბურთელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ფეხბურთელები სტადიონს ტოვებდნენ. ნასროლი ქვების შედეგად, ავტობუსის შუშები ჩაიმსხვრა და 2 ფეხბურთელმა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულია 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი იულიან ვეიგლი და 23 წლის სერბი ვინგერი ანდრია ჟიჟკოვიჩი. დაშავებული ფეხბურთელები საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ვეიგლმა და ჟიჟკოვიჩმა შუშის ნამსხვრევებისგან სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს. ინციდენტს "ბენფიკასა" და "ტონდელას" ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ, რომელთაც მომხდარი დაგმეს.

სხვა სტატიები