Belive

ბენფიკას მეკარე, ლივერპულის მცველი: საბერძნეთის ნაკრებმა შემადგენლობა დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქის, საბერძნეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობა ცნობილი გახდა. საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელები არიან, მათ შორის ბუნდესლიგის, სერია A-ს, პრემიერ ლიგის და ერედივიზიონის კლუბების ფეხბურთელები. ჩვენი მეტოქის შემადგენლობაში იქნება "ლივერპულის" მარცხენა მცველი კონსტანტინოს ციმიკასი. საბერძნეთის ნაკრების შემადგენლობა მარტის შეხვედრებისთვის ასეთია:  მეკარეები: ოდისეას ვლახოდიმოსი (ლისაბონის "ბენფიკა"), სტეფანოს კაპინო ("ზენდჰაუზენი"), სოკრატის დიუდისი ("პანათინაიკოსი"). მცველები: გეორგიოს ცაველასი ("ალანიასპორი"), კოსტას ციმიკასი ("ლივერპული"), გეორგიოს კირიაკოპულოსი ("სასუოლო"), პანტელის ხაციდიაკოსი ("აზ ალკმაარი"), კოსტანტინოს მავროპანოსი ("შტუტგარტი"), კირიაკოს პაპადოპულოსი (ზანგრების "ლოკომოტივი"), დიმიტრიოს იანულისი ("ნორვიჩი"), სტრატოს სვარნასი ("აეკი") ნახევარმცველები: დიმიტრის ლიმნიოსი ("კიოლნი"), დიმიტრიოს პელკასი ("ფენერბაჰჩე"), თანასის ანდრუცოსი (პირეოსის "ოლიმპიაკოსი"), კოსტას ფორტუნისი ("ოლიმპიაკოსი"), ხარის მავრიასი ("ომონია"), მანოლის სიოპისი ("ალანიასპორი"), კარლოს ზეკა ("კოპენჰაგენი"), ანდრეას ბუხალაკისი (პირეოსის "ოლიმპიაკოსი"), გეორგიოს მასურასი (პირეოსოს "ოლიმპიაკოსი"), პეტროს მანტალოსი ("აეკი"). თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი ("ტრაბზონსპორი"), ვანგელის პავლიდისი ("ტილბურგი"), გეორგიოს იაკუმაკისი ("ვენლო"), ხრისტოს ცოლისი ("პაოკი"), ტასოს დუვიკასი ("ვოლოსი"). საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები ერთმანეთს 31 მარტს, თესალონიკში დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები