Belive

ბენფიკას ფენომენალური სტატისტიკა მარიტიმოსთან დასრულდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიური “ბენფიკას” ქალთა საფეხბურთო გუნდი საოცარ შედეგებს აღწევს. ქალთა ლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში "ბენფიკამ" 16 გამარჯვება იზეიმა - გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება კი კიდევ უფრო ფენომენალურია 296:0. "ბენფიკას" ქალთა საფეხბურთო გუნდმა პირველი გოლი "მარიტიმოსთან", მე-17 შეხვედრაში გაუშვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში გამარჯვება "ბენფიკამ" მოიპოვა(5:1) - თუმცა კლუბის მშრალი სერია დასრულდა.
Untitled

სხვა სტატიები