ბენფიკას ქალმა ფეხბურთელებმა რეკორდი დაამყარეს

პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში, “ბენფიკას” ქალმა ფეხბურთელებმა რეკორდი დაამყარეს.

ჟოზე მარკესის მომზადებულმმა გუნდმა ბოლო ოთხ შეხვედრაში 85 ბურთი გაიტანა და საკუთარ კარში არცერთი მიუღია.

პირველი მატჩი 28:0 მოიგეს, მეორე 19:0. მესამე შეხვედრაში 10:0 გაიმარჯვეს, ხოლო მეოთხე მატჩში 28 ბურთი გაიტანეს.

“ბენფიკას” ქალთა გუნდი 2017 წელს შეიქმნა.

(131)

სტატიის ავტორი
-