Belive

ბენფიკასთან გატანილი გოლი მესისთვის ისტორიული აღმოჩნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, "პსჟ" "ბენფიკას" ესტუმრა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა - ლეო მესიმ, ულამაზესი დარტყმით გაიტანა.

გატანილი გოლი ლეო მესისთვის ისტორიული აღმოჩნდა. კერძოდ კი, ლეო მესი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გოლი 40 სხვადასხვა გუნდს გაუტანა.

გთავაზობთ კლუბების ჩამონათვალს, რომლისთვისაც ლეო მესის ჩემპიონთა ლიგაზე გოლი აქვს გატანილი.

  • "არსენალი" (9)
  • "სელტიკი" (8)
  • "მილანი" (8)
  • "ლევერკუზენი" (7)
  • მანჩესტერ "სიტი" (7)
  • "აიაქსი" (6)
  • "პსჟ" (6)
  • "ლიონი" (5)
  • "ბაიერნი" (4)
  • "პანათინაიკოსი" (4)
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" (4)
  • "პსვ" (4)
  • მოსკოვის "სპარტაკი" (4)
  • "აპოელი" (3)
  • "ჩელსი" (3)
  • "დინამო კიევი (3)
  • "კოპენჰაგენი" (3)
  • "იუვენტუსი" (3)
  • "შახტარი" (3)
  • "პლზენი" (3)
  • "შტუტგარტი" (3)
  • "ბაზელი" (2)
  • "ბატე" (2)
  • "ლივერპული" (2)
  • "ლაიფციგი" (2)
  • მადრიდის "რეალი" (2)
  • "ბრიუგე" (2)
  • "რომა" (2)
  • "ტოტენჰემი" (2)
  • "დორტმუნდი" (1)
  • "გლადბახი" (1)
  • "ფერენცვაროში" (1)
  • "მაკაბი ჰაიფა" (1)
  • "ნაპოლი" (1)
  • "ოლიმპიაკოსი" (1)
  • "რეინჯერსი" (1)
  • პრაღის "სლავია" (1)
  • "სპორტინგი" (1)
  • "ვერდერი" (1)
  • "ბენფიკა" (1)

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს 7-7 ქულით "პსჟ" და "ბენფიკა" ლიდერობენ. მესამე პოზიციას 3 ქულით "იუვენტუსი" იკავებს, ხოლო ბოლო ადგილზეა "მაკაბი ჰაიფა".

სხვა სტატიები