Belive

ბენტანკურს დისკვალიფიკაცია, ნედვედს ჯარიმა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ავტომატური, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია იტალიის სუპერთასის შეხვედრაში რომის "ლაციოს" წინააღმდეგ (1:3) ორი ყვითელი ბარათის გამო მიიღო, კიდევ ორი თამაშის გაცდენა კი მას მოედნის იძულებით დატოვების შემდეგ მსაჯის შეურაცხყოფის გამო მოუწევს. ამრიგად, ბენტანკური ტურინულ კლუბს "კალიარის", "რომას" და "პარმას" წინააღმდეგ მომავალი წლის იანვარში გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, კლუბის დირექტორებს პაველ ნედვედსა და ფაბიო პარატიჩის, რომლებმაც მსაჯთა ბრიგადის მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს, 5 000 ევროს გადახდა მოუწევთ.

სხვა სტატიები