Belive

ბენტეკე: "კლოპი საუკეთესო მწვრთნელია ვისთანაც მიმუშავია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
28 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმამ კრისტიან ბენტეკემ ჟურნალისტებთან საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლოპი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც მას კარიერის განმავლობაში უმუშავია. "იმის მიუხედავად, რომ "ლივერპულში" დიდი დრო არ გამიტარებია, კლოპი უდავოდ საუკეთესო იყო, ვისთანაც მიმუშავია. ყოველთვის მარტივად ვიგებდი, რა სურდა ჩემგან", - განაცხადა ბენტეკემ Dailly Mirror-თან ინტერვიუში. ამჟამად კრისტიან ბენტეკე "ასტონ ვილას" ღირსებას იცავს - მის სანაცვლოდ ბირმინგემულმა გუნდმა £32.5 მილიონი გადაიხადა. მანამდე, ბენტეკემ "ლივერპულში" ერთი სეზონი გაატარა: ჩაატარა 42 მატჩი, სადაც მან 10 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. "ლივერპულში" თამაშისას, ბენტეკეს საუკეთესო გოლი, უდავოდ, "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილი ბურთი შეგვიძლია მივიჩნიოთ.

იხილეთ ვიდეო

სხვა სტატიები