Belive

ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. მერვედფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც "ეტიჰადზე" შედგა, ფრანგმა ფორვარდმა ტურნირზე კარიერაში 65-ე გოლის გატანა შეძლო, რის მერეც რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო. პოლონელი ფორვარდის მონაგარი 64 გოლია, თუმცა მისი გუნდი - ბენზემასგან განსხვავებით - მიმდინარე სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. მათზე მაღლა მხოლოდ სამი ფეხბურთელია, კრიშტიანუ რონალდუ (130), ლიონელ მესი (114) და რაულ გონსალეს ბლანკო (70). ლევანდოვსკი თავის შეხვედრას 8 აგვისტოს, მიუნხენში, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. პირველი მატჩი გერმანიის ჩემპიონმა ლონდონში - 3:0 მოიგო.

სხვა სტატიები