Belive

ბენზემა: "მე ფორმულა 1 ვარ, ჟირუ - კარტინგი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო, ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო ან გაუქმდა. ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და სოციალურ ქსელებს დიდ დროს უთმობენ. გამონაკლისი არც კარიმ ბენზემა აღმოჩნდა, რომელმაც სოციალურ ქსელში გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. ფანების განსაკუთრებული ინტერესი ბენზემასა და ჟირუს შედარებამ გამოიწვია - ოლივიე ჟირუზე დასმულ კითხვას კარიმ ბენზემამ ორიგინალურად უპასუხა. "ფორმულა 1-ს კარტინგში ნუ აურევთ. მე ფორმულა 1 ვარ!", - აღნიშნა კარიმ ბენზემამ. გულშემატკივრების პარალელურად, ბენზემა რონალდოსაც ესაუბრა. ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან საუბრის დროს, ბენზემამ აღნიშნა რომ რონალდო ნაზარიო მისი კუმირია: "ჩემს მეგობრებს ვუთხარი, რომ ფეხბურთი შენი თამაშის ნახვის შემდეგ შემიყვარდა. ჩემთვის შენ საუკეთესო ხარ. სხვები ზინედინ ზიდანსაც ასახელებენ, მაგრამ მე შენ გასახელებ."

სხვა სტატიები