Belive

ბენზემა, რამოსი, ბექჰემი - ვარსკვლავები, რომელთაც ოქროს ბურთი ეკუთვნოდათ და ვერ მიიღეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უკანასკნელი ათწლეული ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქად შეგვიძლია მივიჩნიოთ. პლანეტის ორმა სუპერვარსკვლავმა გუნდურ ტიტულებთან ერთად, უამრავი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვება შეძლო. ლეო მესი უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს (ოქროს ბურთი) მფლობელი შვიდჯერ გახდა - კრიშტიანუ რონალდუ კი 17-ჯერ იყო ნომინირებული, თუმცა ხუთჯერ შეძლო გამარჯვება. რონალდუსა და მესის ეპოქაში, არაერთი გენიალური ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიო სარბიელზე გაიბრწყინა. ვარსკვლავების ფენომენალური პერფორმანსის მიუხედავად, ისინი მუდამ რონალდუსა და მესის ჩრდილსი ექცეოდნენ. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვარსკვლავებს ოქროს ბურთის მოგების უფლება მხოლოდ ერთხელ ექნებოდათ, ვინ გახდებოდა უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი? კრიტიკის მიუხედავად, ოქროს ბურთი ყოველთვის განიხილება, როგორც მწვერვალი - ის არის უდიდესი ინდივიდუალური აღიარება, რომელიც შესაძლოა ფეხბურთელმა მოიპოვოს. ოქროს ბურთის მფლობელებს საყოველთაო აღიარება გარანტირებული აქვთ და ფეხბურთის დიდების დარბაზში სამუდამოდ იმკვიდრებენ ადგილს, მაგრამ ბევრია, ისეთი, რომელსაც ეს დიდება ეკუთვნოდა და ვერ მიიღო.

ვარსკვლავები, რომელთაც უპრესტიჟულესი ინდივიდუალური ჯილდო ვერ მიიღეს

18. უესლი სნეიდერი 17. გარეთ ბეილი 16. პაოლო მალდინი 15. ლუის სუარესი 14. უეინ რუნი 13. ფრენკ რიბერი 12. არიენ რობენი 11. კარიმ ბენზემა 10. კენი დალგლიში 9. ტიერი ანრი 8. სამუელ ეტო'ო 7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი 6. სერხიო რამოსი 5. ხავი 4. ანდრეს ინიესტა 3. რობერტ ლევანდოვსკი 2. დევიდ ბექჰემი 1. ნეიმარი

სხვა სტატიები