Belive

ბენზემა რეალის ისტორიაში მეხუთეა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქარიმ ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩში (1:2) "ბეტისის" კარში გოლის გატანა მოახერხა - მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ანდალუსიელებს პენალტის ნიშნულიდან გაუტანა. ეს ფრანგი ფორვარდისთვის "სამეფო კლუბის" მაისურით გატანილი 241-ე გოლი იყო. ამ შედეგით ბენზემამ ლეგენდარულ ფერენც პუშკაშს გადაასწრო და "ბლანკოსების" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეხუთე ადგილზე გადავიდა. ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც "თეთრებისთვის" 289 მატჩში 450 გოლი გაიტანა. ბენზემა "რეალში" 2009 წელს, "ლიონიდან" გადავიდა და ამ პერიოდში სხვა ტიტულებთან ერთად ორჯერ ლა ლიგა, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები