Belive

ბენზემა: "რონალდუს გარეშე უფრო ბედნიერი ვარ."

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, კარიმ ბენზემა "რეალში" თამაშით სიამოვნებას იღებს. ფრანგის თქმით, ის ახლა "ნამდვილ ფეხბურთს" თამაშობს. კრიშტიანუმ "სამეფო კლუბში" 9 დიდებული წელი გაატარა. ჩაატარა 438 მატჩი, გაიტანა 450 გოლი და მოიგო 4 ოქროს ბურთი. ბენზემა "რეალში" 2009 წელს "ლიონიდან" გადავიდა და შედეგიანობის გამო ხშირად ხდებოდა კრიტიკის ობიექტი. "როდესაც გუნდში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელსაც 50 ბურთი გაჰქონდა, მე ასისტენტის როლში აღმოვჩნდი. თამაში მე კრიშტიანუს მივუძღვენი და ვცდილობდი, რომ გოლების გატანაში დავხმარებოდი.  ახლა მე შეტევის ლიდერი ვარ. ჩემთვის ეს არის განსხვავება - ძალიან ბედნიერი ვარ და ნამდვილ ფეხბურთს ვთამაშობ," - განაცხადა ბენზემამ France Football-თან საუბარში. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ბენზემამ "რეალის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები