Belive

ბენზემა: "სანტიაგო ბერნაბეუზე ჯადოსნურ საღამოს მოვაწყობთ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფრანგმა ცენტრფოვარდმა - ქარიმ ბენზემამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ისინი არ დანებდებიან და ჯერ ყველაფერი წინ არის.
"სანტიაგო ბერნაბეუზე გულშემატკივარი გვჭირდება. მადრიდში ჯადოსნურ საღამოს მოვაწყობთ, ჩვენ შეგვწევს გამარჯვების ძალა".  - ქარიმ ბენზემა.
შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემამ, ჩემპიონთა ლიგის პლე-ოფის ბოლო 3 მატჩში 8 გოლის გატანა შეძლო. "პსჟ"-სთან და "ჩელსისთან" მან სამ-სამი გოლი გაიტანა, მანჩესტერ "სიტის" კი პირველ  მატჩი 2 გოლი გაუტანა. მანჩესტერში გატანილი 2 გოლით კი, ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების გათამაშების, ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადავიდა. მის ანგარიშზე 14 გატანილი გოლია და მან რობერტ ლევანდოვსკის გადაუსწრო (13 გოლი).  

სხვა სტატიები