Belive

ბენზემა ტრავმის გამო ელ კლასიკოს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კარიმ ბენზემა "რეალს" "კლასიკოში" ვერ დაეხმარება - ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. "მალიორკასთან", გასული ტურის მატჩში მიღებული კუნთის ტრავმის გამო, ფრანგი თავდამსხმელი "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს ვერ ახერხებს. თამაშამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენზემა გამოჯანმრთელებას ასწრებდა, თუმცა დაზიანება შედარებით მძიმე გამოდგა. მადრიდელთა კაპიტანსა და ლიდერს საოცარი სეზონი აქვს. კარიმის ანგარიშზე ლა ლიგაში 22 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა. აქვე გეტყვით, რომ ბენზემას გარდა, კარლო ანჩელოტის გუნდს ფერლან მენდიც გამოაკლდება. ფრანგი მარცხენა მცველი 10-15 დღემდე გამოტოვებს. "რეალსა" და "ბარსელონას" შორის დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ხვალ, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები