Belive

ბენზემამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გავრცელებული ინფორმაციით, კარიმ ბენზემამ განახლებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც "რეალის" ღირსებას კიდევ 1 წლით დაიცავს. მოქმედი კონტრაქტი, ფრანგ ვარსკვლავს "რეალთან" 2021 წლამდე აკავშირებდა თუმცა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ბენზემა "ბლანკოსის" ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს. მადრიდული გრანდის სატრანსფერო პოლიტიკიდან გამომდინარე, "რეალი" 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კონტრაქტს მხოლოდ 1 წლით უხანგრძლივებს. 32 წლის კარიმ ბენზემასა და "ბლანკოსს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატებითი დეტალები ცნობილი არაა - წყაროს მტკიცებით, მხარეები ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

სხვა სტატიები