Belive

ბენზემამ რეალის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში, რომელშიც "რეალმა" შინ "ატლეტიკი" 3:0 დაამარცხა, კარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქის შესრულება მოახერხა. ფრანგმა თავდამსხმელმა ბილბაოელთა კარში გატანილი გოლებით "ბლანკოსის" ყველა დროის რეკორდი დაამყარა. მადრიდელთა ბოლო 8 გოლიდან ყველა სწორედ კარიმმა გაიტანა, რაც "რეალის" ისტორიაში სხვამ ვერავინ მოახერხა. ცნობისთვის, ბენზემას მიმდინარე სეზონში მეტოქის კარი სულ 29-ჯერ აქვს აღებული.

სხვა სტატიები