Belive

ბენზემას ადამიანის გატაცების მცდელობაში ადანაშაულებენ

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული მედიასაშუალების, Mediapart-ის თანახმად, ბენზემას ყოფილმა აგენტმა, ლეო დ'სოუზამ სასამართლოში იჩივლა და ბენზემა, სხვა ადამიანებთან ერთად, გატაცების მცდელობაში დაადანაშაულა. დ'სოუზას მტკიცებით, "პსჟ-სა" და "ლიონს" შორის დასრულებული მატჩის შემდეგ, ქუჩაში მასთან შავი ავტომობილი გაჩერდა, რომელსაც ბენზემას მეგობარი მართავდა: "მას სურდა, რომ ავტომობილში ჩავმჯდარიყავი, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ ავტომობილში ძალით ჩასმა დამიპირეს, თუმცა საქმეში იქვე მყოფი ადამიანები ჩაერთვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ავტომობილში ბენზემა დავინახე," ამბობს იგი. ბენზემამ აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო: "ეს უკვე მეტისმეტია, დამასვენეთ", - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა. აღნიშნულ საკითხს საფრანგეთის პოლიცია იძიებს.  

სხვა სტატიები