Belive

ბენჟამინ მენდი მკაცრი პირობების ციხეში გადაიყვანეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველი, ბენჟამინ მენდი, რომელსაც ბრალად 7 ქალის გაუპატიურება ედება, უფრო მკაცრი პირობების საპატიმრო დაწესებულებაში გადიაყვანეს. აქამდე, ფრანგი ფეხბურთელი წინასწარი დაკავების იზოლატორში ლივერპულში იმყოფებოდა, რომელიც B კატეგორიის გახლავთ და რომელსაც სახელად Altcourse-ი ეწოდება, ახლა კი იგი ქალაქ მანჩესტერში, A კატეგორიის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, სახელად - Strangeways. 27 წლის ფეხბურთელის სასამართლო პროცესი 24 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა იგი გადაიდო და 27 ივნისს ან 1 აგვისტოს გაიმართება. https://www.live.ge/fexburti/benzhamin-mendis-saqme-garthulda-phrangis-momchivantha-raodenoba-gaizarda/ “ქალაქელების” მარცხენაფლანგელი 2021 წლის 26 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი კი იანვარშია ჩანიშნული. ბენჟამინ მენდი "მანჩესტერ სიტიში" 2017 წელს, "მონაკოდან" 57 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდთან ერთად 3-ჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, 4-ჯერ ლიგის თასი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასი მოიგო. 75 შეხვედრაში მან 2 გოლის გატანა და 12 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.  

სხვა სტატიები