Belive

ბენჟამინ მენდის საქმე გართულდა - ფრანგის მომჩივანთა რაოდენობა გაიზარდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველის, ბენჟამინ მენდის მომჩივანთა რაოდენობა გაიზარდა - ფრანგ ფეხბურთელს უკვე გაუპატიურების შვიდ საქმეში ედება ბრალი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 27 წლის ფეხბურთელის წინააღმდეგ კიდევ ერთმა ქალბატონმა იჩივლა, რომელიც მენდის 2021 წლის ივლისში მომხდარ სავარაუდო გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ამჟამად, ბენჟამინ მენდი 5 სხვადასხვა ქალის მიერ 8 სხვადასხვა საქმეშია ბრალდებული, აქედან 7 ბრალდება გაუპატიურებას გულისხმობს, რომელიც 4 ქალის მიერაა წამოყენებული. თავდაპირველი ბრალდებით გამოძიება მენდის სამ სხვადასხვა საქმეში ადანაშაულებს, რომელიც სავარაუდოდ 2020 წლის სექტემბერშია ჩადენილი, შედარებით ახალი ბრალდებები კი მენდის ბრალეულობაზე 2021 წლის აგვისტოში მიუთითებს. "ქალაქელების" მარცხენაფლანგელი 2021 წლის 26 აგვისტოს დააკავეს და მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლო პროცესი კი იანვარშია ჩანიშნული.  

სხვა სტატიები