Belive

ბექა მიქელთაძე საბერძნეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბექა მიქელთაძე კარიერას საბერძნეთის მე-2 ლიგაში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი "ქსანტის" რიგებში ითამაშებს. ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს ბერძნული კლუბი, თუმცა კონტრაქტის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი თავდამსხმელი ბოლოს "როტორში" თამაშობდა. ვოლგოგრადელთა რიგებში ბექამ მიმდინარე სეზონში 13 თამაში ჩაატარა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. საბოლოოდ, რუსულმა გუნდმა მიქელთაძესთან ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა. მანამდე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩვენთვის ნაცნობ "რუბინში" თამაშობდა, სადაც 11 მატჩში თავი მხოლოდ 1 გოლით გამოიჩინა. "ქსანტი" 9 ტურის შემდეგ მოპოვებული 15 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.  

სხვა სტატიები